ჩვენი მომსახურება
- ვებ გვერდზე შესაძლებელია კოსტუმებისა და აქსესუარების შეძენა, დაქირავება, დაკვეთით შეკერვა/შექმნა.
- ზოგიერთი კოსტუმი არ იყიდება და მხოლოდ დაქირავებაა შესაძლებელი. შესაბამისად მითითებულია თითოეულ პროდუქტზე.
- წინდები, კოლგოტები, ფეხსაცმელები, პუანტები მხოლოდ იყიდება და არ ქირავდება.
როგორ ვიქირავოთ?
- გთხოვთ შეარჩიეთ სასურველი კოსტუმი და სასურველი ზომა (ტანსაცმელს, ასაკის გარდა, აქვს მითითებული ბავშვის სიმაღლე და წელის გარშემოწერილობა)
- გადაამოწმეთ თქვენთვის სასურველ თარიღში არის თუ არა კოსტუმი თავისუფალი,
- მონიშნეთ შესაბამისი თარიღები. მაგალითად, თუ ზეიმი გაქვთ 25 დეკემბერს, უნდა მონიშნოთ 24 დეკემბრიდან-26 დეკემბრამდე პერიოდი, რადგან ჩვენ წინა დღეს მოგიტანთ კოსტუმს და მოტანიდან მესამე დღეს უნდა დავაბრუნოთ. გაქირავების ფასი წარმოადგენს პირველი 3 დღის ფასს, ყოველი შემდეგი დღე დამემატება პროდუქტის ღირებულებას.
- გადახდის შემდეგ თქვენ მიიღებთ დასტურს ელ ფოსტით შეკვეთის მიხებასთან დაკავშირებით.
- კურიერი სასურველ ფორმას მოგართმევთ მისამართზე და გადმოგცემთ ხელშეკრულებას ხელმოსაწერად. კურიერი ასევე გთხოვთ თქვენი პირადობის მოწმობის ასლს, რასაც დავურთავთ ხელშეკრულებას.
- დაბრუნებისას, ასევე კურიერი მოვა თქვენ მიერ მითითებულ მისამართზე და გამოგართმევთ კოსტუმს და შეამოწმებს მის მდგომარეობას. კოსტუმის ან მისი ნაწილების დაზიანების ან დაკარგვის შემთხვევაში ანაზღაურება უნდა მოხდეს ხელშეკრულებაში მითითებული პირობების შესაბამისად.
რა მოხდება, თუ ზომა არ მოერგო ბავშვს?
- ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ კოსტიუმის ზომები დეტალურიად იყოს მითითებული ფორმებზე (ყველა კოსტუმს ასაკის გარდა აქვს მითითებული ბავშვის სიმაღლე და წელის გარშემოწერილობა). თუმცა, ვითვალისწინებთ, რომ ყველა ბავშვს ინდივიდუალური აღნაგობა აქვს, ასაკის მიხედვით ტანსაცმლის არჩევა ძალიან რთულია. ამიტომ, თავის დაზღვევის მიზნით, კურიერი სასურველ ფორმას მოგართმევთ 2 მომდევნო ზომაში(თუ ასეთი არსებობს) და რომელიც მოერგება ბავშვს იმას დაიტოვებთ.