ზეიმი.ჯი ახალი სერვისია, თუმცა მაღალია მოთხოვნა და საკმაოდ სწრაფად ვგეგმავთ გაფართოვებას. მომავალ წელს ჩვენი მომსახურება საქართველოს რამდენიმე ქალაქში და თბილისის შემოგარენ სოფლებში იქნება ხელმისაწვდომი.
ჩვენ მაქსიმალურად დეტალურად ვუთითებთ კოსტუმის ზომები აღწერაში. ყველა კოსტუმს ასაკის გარდა აქვს მითითებული ბავშვის სიმაღლე და წელის გარშემოწერილობა.
თუ ფიქრობთ რომ გჭირდებათ დეტალების დაზუსტება, გთხოვთ შეკვეთამდე მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ და გადავამოწმებთ დამატებით ზომებს.
გარდა ამისა, ვითვალისწინებთ, რომ ყველა ბავშვს ინდივიდუალური აღნაგობა აქვს და ასაკის მიხედვით ტანსაცმლის არჩევა ძალიან რთულია. ამიტომ, თავის დაზღვევის მიზნით, კურიერი სასურველ ფორმას მოგართმევთ 2 ერთმანეთის მომდევნო ზომაში(თუ ასეთი არსებობს) და თქვენ შეგეძლებათ დაიტოვოთ, რომელიც ბავშვ უკეთ მოერგება.