ბაღებისთვის და სკოლებისთვის

ზეიმი.ჯი-ს შექმნამდე ბაღების და სკოლების ზეიმებისთვის ფორმების ორგანიზება საკმაოდ რთული ამოცანა იყო. კიდევ უფრო რთული იყო ერთ სტილში და დიზაინში სასურველი კოსტიუმების შერჩევა ყველა ბავშვისთვის. 

ამიერიდან ჩვენ გთავაზობთ: 

  • აირჩიოთ ჩვენი ვებ გვერდიდან ჯგუფებისთვის შექმნილი მოდელები და სპეციალური პრომო ფასით იქირავოთ მთელი ჯგუფისთვის.
  • შეგვიკვეთოთ ინდივიდუალური მომსახურება, რაც მოიცავს:
    • კოსტიუმების დიზაინის შექმნას,
    • ზომების აღებას თქვენს ბაღში ან სკოლაში,
    • კერვას
    • და ზეიმის წინა დღეს მოტანას.
      ამ შემთხვევაში თქვენ მხოლოდ დაქირავების ღირებულებას გადაიხდით და კოსტიუმებს ზეიმის შემდეგ გადასცემთ ზეიმი.ჯი-ს.