ჩვენ შესახებ

ნებისმიერი ზეიმი, თუ სასკოლო წარმოდგენა გაცილებით ლამაზი, მხიარული და დახვეწილი შეგიძლიათ გახადოთ ზეიმი.გე-ს დახმარებით.

საქართველოში პირველად, კოსტიუმების ონლაინ მაღაზია, გაქირავებისა და ინდივიდუალური კერვის სერვისით თქვენთვის ხელმისაწვდომს და მარტივს ხდის ბავშვებისთვის დღესასწაულის გაფერადებას და მათთვის ზღაპრული მოგონებების შექმნას. ჯერ მხოლოდ თბილისის და რუსთავის ფარგლებში, მარტივად, მოძებნეთ თქვენთვის სასურველი სადღესასწაულო კოსტიუმი, შეარჩიეთ ზომა და ჩვენი კურიერი მოგიტანთ სადაც არ უნდა იყოთ, სახლში, ბაღში თუ სკოლაში.

რატომ შევქმენით ზეიმი.გე?

ყველა დედამ იცის რამდენად რთულია ბავშვისთვის საზეიმო ფორმის მოძიება. აღარაფერს ვამბობთ მის მოსაძიებლად დახარჯულ დროსა და ხარჯებზე, რაც შეიძლება კოსტიუმის შეკერვა თუ აქსესუარების შეძენა დაგიჯდეთ.

იდეა მარტივია!

  • თქვენ შეგიძლიათ მხოლოდ იქირაოთ  და კოსტიუმის ყიდვა საჭირო სულაც არ არის. ან თუ გსურთ შეუკეროთ თქვენს შვილს რომელიმე ზღაპრის გმირის ფორმა, მაგრამ ზეიმის შემდეგ ის აღარ დაგჭირდებათ, ზეიმი.ჯი ამ შემთხვევაშიც დაგეხმარებათ. ჩვენ ჩავიბარებთ თქვენთვის არასასურველ ფორმას რომელიც კიდევ ბევრ ბავშვს გაუხალისებს მათთვის მნიშვნელოვან დღეს.
  • ჩვენ ვზოგავთ მშობლების დროს. გვესმის რამდენად დაკავებულები არიან დღეს დედები. ამიტომ მათთვის შექმნილ ონლაინ მაღაზიაში ზეიმისთვის, თუ სპექტაკლისთვის საჭირო ყველა წვრილმანია თავმოყრილი. კურიერის და მკერავის მომსახურება თბილისის ფარგლებში გაცილებით მოსახერხებელს ხდის ჩვენს სერვისს.
  • კოსტიუმების სისუფთავე უმნიშვნელოვანესია. სწორედ ამიტომ ყველა კოსტიუმი საგანგებოდ გადის ქიმწმენდას დაბრუნების შემდეგ და მოწესრიგებული ელოდება მორიგ გაქირავებას.
  • მთელი სპექტაკლის გმირების კოსტიუმები ერთ ვებ გვერდზეა თავმოყრილი.  ასეთი რამ ნებისმირი საბავშვო ბაღისთვის თუ სკოლისთვის სანატრელი იყო ზეიმი.ჯი-ს შექმნამდე.  ყველა სპექტაკლს თუ ზეიმს სჭირდება დეკორაციები, რაც ერთი ზღაპრის სრული კოსტიუმების დაქირავების შემთხვევაში ბონუსად გადაეცემათ საბავშვო ბაღებს და სკოლებს.